7 February, 2024
19 თებერვალს, დიზაინი ბიზნესში - დისკუსია ნიკა ქურდიანთან
19 თებერვალს, 19:00 საათზე, ვსაუბრობთ დიზაინის მნიშვნელობაზე ბიზნესში, სტუმარი - ნიკა ქურდიანი.
ნიკა ამჟამად Space International-ის აღმასრულებელი დირექტორი, თიბისი უზბეკეთისა და PayMe-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მრავალი წლის განმავლობაში ის მარკეტინგის, ოპერაციებისა და ბიზნეს მიმართულებებით იყო დასაქმებული როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო კორპორაციებში.
შეხვედრას ექნება არაფორმალური ხასიათი დისკუსიის თემები:
- რას ნიშნავთ „დიზაინერივით“ ფიქრი ბიზნესში
- დიზაინის როლი ციფრულ ტრანსფორმაციაში
- Design-led ბიზნეს კულტურა და მაგალითები- რას ნიშნავს საუკეთესო დიზაინი?
- დიზაინი ბიზნესში
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact@di.ge
შეხვედრა ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, დიზაინის ინსტიტუტის პირველ სართულზე, მისამართი: დ. უზნაძის ქ. #82, თბილისი
გაზიარება
გაზიარება

