კურსის შესახებ
სააგენტო ფლეიმეიქერსის მასტერკლასზე გაივლი გზას შემოქმედებითი ბრიფის მიღებიდან მის საბოლოო აღსრულებამდე.
შეხვედრების განმავლობაში გაეცნობი თეორიულ მასალას და გუნდური მუშაობის პრინციპით შეასრულებ პრაქტიკულ დავალებას, რომლის დროსაც ფლეიმეიქერსის გუნდის წევრები მენტორობას გაგიწევენ.
მასტერკლასის დასრულებისას დამოუკიდებლად შეგეძლება შემოქმედებითი პროექტის სრულყოფილად შესრულება.

კოკა ქამუშაძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, 15+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის და ბიზნესის სფეროში. მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. Wharton Business School Leadership Program კურსდამტავრებული. ავტორი რომანების: „ბალანდა" და „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის".

მარიამ ლორთქიფანიძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კონტენტის მენეჯმენტის და კომუნიკაციების ლექტორი. 7 წლიანი გამოცდილება თიბისი ჯგუფში (საქართველო და უზბეკეთი), კონტენტის ლიდის პოზიციაზე.
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში

ნუკა შევარდნაძე
ბრენდის სტარტეგი, კომუნიკაციების სპეციალისტი, მარკეტერი, მმართველი პარტნიორი სააგენტოში Playmakers. მიწვეული სტუმარი რამდენიმე უნივერსიტეტში. 10 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდის და ბრენდის გამოცდილების მენეჯმენტში ბრენდებთან - აქსისი, იკანო, TBC, სფეისი (Space).
რას ისწავლით
თემები, რომლებსაც შეისწავლი:
- სტრატეგიის მნიშვნელობა;
- ბრიფზე მუშაობა;
- შემოქმედებითი მეთოდოლოგია;
- იდეის შემუშავება;
- გუნდური მუშაობა;
- კონცეფციის წარდგენა;
- ვიდეორგოლის იდეის სცენარის ეტაპამდე დამუშავება;
6 ფიზიკური შეხვედრა, (12 საათი)
23 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით,
ოთხშაბათი - პარასკევი, 19:30-21:30.
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.


