program_image

დიზაინერი დიზაინის წინააღმდეგ - შორენა ოთხოზორიას კურსი

კურსის ლექტორიშორენა ოთხოზორია
ხანგრძლივობა 8 საათი
ენაქართული
ფასი0.1

კურსის შესახებ

ეს კურსი დიზაინერებისთვის და მომავალი დიზაინერებისთვისაა! კურსზე შეისწავლით დიზაინის პრინციპების ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორიცაა კომპოზიციის საფუძვლები, ფერის თეორია, გეშტალტის კანონები და გეომეტრიული ხედვის განვითარება.

თეორიულ მასალასთან ერთად, არაერთ პროექტსა და სავარჯიშოს შეასრულებთ, რაც როგორც დიზაინერს, ახალ პერსპექტივებს დაგანახებთ.

program_image
კურსის ლექტორი

შორენა ოთხოზორია

გრაფიკოსი დიზაინერი, ბრენდ დიზაინერი. 19 წლიანი გამოცდილება სარეკლამო სფეროში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ყოფილი ლექტორი. გრაფიკოსი დიზაინერი კომპანიებში: Windfor’s, Sakideamsheni, TBC Bank. მოპოვებული აქვს ჯორჯიო ნაპოლიტანოს მედალი დიზაინში. ამჟამად არის ბრენდისა და კონცეპტ დიზაინერი ქართულ-იტალიურ არტ პლატფორმა ensō-ში.

რას ისწავლით

კურსის თემები:

  • დიზაინერი VS დიზაინი: პროფესიული გამოწვევებისა და მოლოდინების მართვა, დიზაინერის იდენტობის პოვნა, ახალი პერსპექტივების აღმოჩენა
  • კომპოზიცია: კომპოზიციის საფუძვლები, გეშტალტის კანონები, როგორ ვავარჯიშოთ ტვინი და განვავითაროთ გეომეტრიული ხედვა
  • ფერი: ფერის თეორია და ფსიქოლოგია, ფერის მოდელები, ფერი ბრენდინგში
  • მუდბორდის შექმნა


4 ფიზიკური შეხვედრა, (8 საათი), 27 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, სამშაბათს 20:00-22:00, შაბათს 14:00-16:00.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

კურსის მენეჯერინუცა ქურდაძე
ელფოსტაcontact@di.ge
ტელეფონი+995500052225