program_image

შესავალი დიზაინ ფიქრში - გიგი ჯანელიძის ლექცია

კურსის ლექტორიგიგი ჯანელიძე
ხანგრძლივობა 4 საათი
ენაქართული
ფასი0.1

კურსის შესახებ

მოკლე კურსი გიგი ჯანელიძისგან - დიზაინ ფიქრის ინტრო, იმ მეთოდოლოგიების და ფილოსოფიის შესახებაა, რომელიც ბევრ თანამედროვე მენეჯერს აიძულებს „იფიქროს, როგორც დიზაინერმა“... მონაწილეები გაეცნობიან დიზაინ პრაქტიკებს, რომელიც საფუძვლად დაედო დიზაინ ფიქრის ინტეგრაციას თანამედროვე მენეჯმენტში და პროდუქტის შექმნის ახალი ფილოსოფია გახდა. მოისმენენ, როგორია იყო დიზაინის პრაქტიკოსი და რეალურად შეცვალო კომპანია და პროდუქტი მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.

program_image
კურსის ლექტორი

გიგი ჯანელიძე

თიბისის დიზაინის და UX-ის მიმართულების ხელმძღვანელი, დიზაინ ტრანსფორმაციის ლიდერი. სერტიფიცირებული UX სპეციალისტი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით სხვადასხვა ქვეყნებში და ინდუსტრიებში. სპეციალიზაცია: დიზაინის სტრატერგია, პროდუქტის შექმნა, UX კვლევა, ბაზრის კვლევა, ბრენდის იდენტობის შექმნა.

მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში.

რას ისწავლით

თემები, რომლებსაც შეისწავლი:

  • დიზაინის არსი და მნიშვნელობა
  • ისტორიული რეტროსპექტივა დიზაინში: გმირები, მოვლენები და მიდგომები
  • დიზაინის, ბრენდისა და მარკეტინგის გადაკვეთა
  • დიზაინ-ფიქრის მეთოდი და ამ მიდგომის გამოყენება პროდუქტისა თუ სერვისის განვითარების პროცესში
  • მომხმარებლის გამოცდილება და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტები
  • ინოვაციურობა და სიახლის დანერგვა
  • დიზაინი და მისი მომავალი

1 ფიზიკური შეხვედრა, 4 საათი, 28 თებერვალი, ოთხშაბათი, 18:00-22:00.

კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.

კურსის მენეჯერიმათე ბაღაშვილი
ელფოსტაcontact@di.ge
ტელეფონი+995500052225