კურსის შესახებ
ტატო ნორაკიძის და მარი ლორთქიფანიძის კურსი ყველაზე აქტუალურ საკითხებს დაფარავს დღევანდელ საკომუნიკაციო სივრცეში, ამ კურსზე ისწავლი კონტენტის შექმნას ციფრული არხებისთვის და გაივლი კონტენტზე მუშაობის ყველა ეტაპს - სტრატეგიის შექმნიდან საბოლოო კომუნიკაციამდე. გაეცნობი ანალიტიკურ ხელსაწყოებს და შეძლებ, გაზომო კომუნიკაციის ეფექტურობა. ისწავლი როგორ იფიქრო არხის კონტექტსით კონტენტზე და როგორ მოარგო ფორმატი რეალურ მედია მატარებელს, რაც მთავარია მომხმარებლის რეალობას. როგორ დაიჭირო ის წამი, როცა მომხმარებელმა შესაძლოა ყურადღება მოგაქციოს და როგორ უნდა იყო სწორ დროს და სწორ ადგილას ციფრულ სამყაროში.

მარიამ ლორთქიფანიძე
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კონტენტის მენეჯმენტის და კომუნიკაციების ლექტორი. 7 წლიანი გამოცდილება თიბისი ჯგუფში (საქართველო და უზბეკეთი), კონტენტის ლიდის პოზიციაზე.
მრჩეველთა საბჭოს წევრი დიზაინის ინსტიტუტში

ტატო ნორაკიძე
ციფრული ზრდის, გაყიდვების, მარკეტინგის ავტომატიზაციისა და ეკოსისტემის ექსპერტი თიბისი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს უფროსი ციფრული კონსულტანტი. პროგრამის ლიდერი, სასწავლო ცენტრის ქსელში.ციფრული სააგენტო Metric და ავეჯის სახლი Comforter თანადამფუძნებელი. უფროსი ციფრული კონსულტანტი მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობა, ციკოლია, კონსიერჟი.
დიზაინის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი
რას ისწავლით
კურსის თემები:
- ბიზნესის ევოლუცია და კომუნიკაცია: როგორ მოვერგოთ ციფრულ ეპოქას;
- სოციალური მედიის არხები: სოციალური მედიის განვითარება, ქართული არხები, სოციალური მედიის სტრატეგია და საუკეთესო მაგალითები;
- კონტენტის შექმნა და დაგეგმვა სხვადასხვა პლატფორმისთვის: კონტენტ-მარკეტინგი, კონტენტის ტიპები, სტრატეგია, საუკეთესო მაგალითები;
- კონტრიბუტორებთან თანამშრომლობა;
- კონტენტის 360-გრადუსიანი გავრცელება;
- ციფრული რეკლამა: ციფრული რეკლამის მნიშვნელობა, პლატფორმები, სოციალური მედია რეკლამები, Google Ads, სტრატეგია, Funnel მიდგომა, საუკეთესო მაგალითები.
სამუშაო სესია: "იდეის შემუშავება ბრიფის მიხედვით"
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.
საბოლოო პროექტი: "სტრატეგიის შექმნა სასურველი ბრენდისთვის"
8 ფიზიკური შეხვედრა, 16 საათი,
20 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით,
სამშაბათი - ხუთშაბათი, 20:00-22:00.


