კურსის შესახებ
შეხვედრების განმავლობაში განხილული იქნება დიზაინის სფეროს სხვადასხვა მიმართულება, დიზანის ისტორია და მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში, დიზაინის როლი კვლევასა და განვითარებაში.
შეხვედრების შედეგად დამსწრეები დააგროვებენ მრავალმხრივ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამრეწვლო დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, ტანსაცმლის დიზაინი, WEB-დიზაინი, UI და UX დიზაინი, პროცესის დიზაინი.
კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს დიზაინის გამოყენების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული იტორიული, სამართლებრივი და პრაქტიკული დეტალები.

გიგა ხატიაშვილი
პროდუქტის და ინდუსტრიული დიზაინერი, გრაფიკოს-დიზაინერი, სარეკლამო ლაბორატორია ,,919”-ის დაფუძნებელი, შრიფტების ხელოვანი, შემოქმედებითი დირექტორი, საქართველოს უნივერსიტეტისა და GIPA-ს ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის სრული პროფესორი.
რას ისწავლით
18 შეხვედრის განმავლობაში დაიფარება შემდეგი თემები:
- სამრეწვლო დიზაინი
- გრაფიკული დიზაინი
- ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი
- ტანსაცმლის დიზაინი
- WEB-დიზაინი, UI და UX დიზაინი
- პროცესის დიზაინი
კურსი მოიცავს:
16 ფიზიკურ შეხვედრას (48 საათი)
11 მარტიდან 2 მაისის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი, 19:30-22:30
კურსს არ გააჩნია წინაპირობა და არ სჭირდება წინასწარი მომზადება.


