program_image

8 January, 2024

დიზაინის ფილოსოფიაა

გიგი, თქვენი გაქვთ მრავალმხრივი და ფართო გამოცდილება სხვადასხვა ტიპის ბრენდთან თუ ბიზნესთან მიმართებაში. რა შეგიძლიათ გვითხრათ დიზაინზე და როგორ ხედავთ მის როლს ბიზნესის განვითარებაში. თქვენი აზრით, Რატომ არის ის ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს?

დღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შევქმნათ გააზრებული სერვისები და პროდუქტები, რომლის ვიზუალი, ფუნქციურობა და ერგონომიკა იქნება გამორჩეული. ამ პროცესში დიზაინი გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან დიზაინი ფიქრობს ადამიანის ცხოვრების გამარტივებასა და ემოციაზე. დიზაინის ექსპერტიზის გამოყენებით, ჩვენ გვეძლევა საშუალება ვიგრძნოთ ადამიანის საჭიროებები, გავითვალისწინოთ კონტექსტი და გადავჭრათ რეალური პრობლემები.

Რა მეთოდებს გამოყოფდით დიზაინში და Როგორ უსადაგებთ მათ რეალურ ბიზნეს გამოწვევებს სხვადასხვა სექტორში?

ჩვენი გამოწვევაა დიზაინის გარშემო არსებული ცოდნა და ექსპერტიზის გაზრდა.ინჟინერულ ცოდნასთან ერთად, საჭიროა დიზაინერული აზროვნება მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნისთვის. თიბისიში ჩვენი მიზაინია შევქმნათ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კულტურა. მიხარია, რომ დიზაინის ინსტიტუტი გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და მოგვცემს საშუალებას რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული ცოდნა გადავცეთ ახალ თაობას. ფუნდამენტური ცოდნისა და კონტექსტის გააზრების გარეშე, აღიარებული მეთოდოლოგიაც შეიძლება იქცეს კარგო კულტად.

გიგი, თქვენ თიბისის დიზაინ ტრანსპორმაციას უდგახართ სათავეში. Როგორ აინტეგრირებთ დიზაინს ორგანიზაციულ კულტურასა და პროცესებში და რა გამოწვევებს აწყდებით ამ ცვლილებების კვალდაკვალ?

თიბისელებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი, ისინი არასრდოს არიან კმაყოფილი მიღწეულით და სულ მზად არიან ცვლილებისთვის. ეს მიდგომა, თიბისის ფილოსოფიაში დევს. ამის დამსახურებით, ბრენდმა მოახერხა ბანკის ჩარჩოებს მიღმა გასვლა და WOW გამოცდილების შექმნა. ჩვენი დღევანდელი ორიენტირია ციფრული ტრანსფორმაციისთვის სისტემური მიდგომის შემუშავება, კომპეტენციების დალაგება, თანამშრომლების ცოდნისა და ექსპერტიზის გაზრდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი აზროვნებდეს დიზაინერულად და ჩართული იყოს ამ პროცესში.

როგორც პროფესიონალი, როგორ ახერხებთ დიზაინის მეთოდოლოგიის და ფილოსოფიის ინტეგრაციას ისეთ მეთოდოლოგიებთან, როგორებიცაა ეჯაილი, ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი (Human-Centered Design) იმისთვის, რომ შექმნათ მომხმარებლის ჰოლისტური (holistic user experience) გამოცდილება?

როცა ვსაუბრობთ ადამიანზე მორგებული პროდუქტისა თუ სერვისის შექმნაზე, მოვიაზრებთ დიზაინ პროცესების ერთიანობას, რომელიც არ არის 2+2 სიზუსტის, არამედ მოიცავს განსხვავებულ ეტაპებს. თიბისიში ფიქრის პროცესს ვიწყებთ კვლევით. კონკრეტული პრობლემის გარშემო ვაკეთებთ ვარაუდების რუკას. შემდეგ, ღმოჩენის ეტაპზე ჩართულები არიან მომხმარებლის გამოცდილების მკლევარები, რომელთაც აქვთ კოგნიტურ მეცნიერების, ფსიქოლოგისა თუ სოციოლოგიის, მიმართულებით ცოდნა. მათი დახმარებით ვაიდენტიფიცირებთ კონკრეტულ პრობლემასა თუ გამოწვევას. მომდევნო ეტაპი იდეების გენერაცია და დაპრიორიტეტებაა, რომელიც გადადის ტესტირების ფაზაში. პროტოტიპების ტესტირება გვაძლევს რეალურ სურათს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ დეველოპმენტს- ახალი პროდუქტის განვითარებას.

Რა როლი აქვს დიზაინ ფიქრს ორგანიზაციაში ინკლუზიური გარემოს შექმნაში? და რა მაგალითებს გაიხსენებდით ქართული რეალობიდან?

რამდენადაც ინკლუზია მოიაზრებს საზოგადოების წევრების მაქსიმალურ ჩართულობას, ამ მხრივ ჩვენი განახლებული ურბანული გარემო კარგი მაგალითია. ჩემი აზრით, დღეს თიბისი ინკლუზიური ორგანიზაციაა, რადგან ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით ვოპერირებთ და ყველა ადამიანს მათ ენაზე ვესაუბრებით. რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი გამოწვევა გვაქვს ამ მიმართულებით. ინკლუზიურობა ბიზნესისა და კულტურის ნაწილია. ამის შესაქმენლად კი მრავალმხრივი ცონდა და გამოცდილებაა საჭირო.

დიზაინ მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებიდან, რა რჩევას მისცემდით ორგანიზაციებს, რომლებიც დამწყებ სტადიაში არიან და ეძებენ საუკეთესო დიზაინს პროცესებისა და ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებისთვის?

ჩემი გზა სტარტაპერობით დავიწყე. ბევრ შეცდომასთან ერთად, იყო ბევრი წარმატებაც. თუმცა მაინც არ მიყვარს კონკრეტული რჩევების მიცემა. რაც შემიძლია ვურჩიო ახლანდელ სტარტაპერებს, დიზაინური აზროვნებაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი იდეები არ შეგვიყვარდეს და არ დავკარგოთ კონტექსტის, რეალობის აღქმა. ამისთვის კარგი წიგნი მახსენდება - Mom test, რომელიც მოგცემთ საშუალებას, დასვათ ბევრი კითხვა თქვენი იდეიის გარშემო და შეამოწმოთ, რამდენად მასშტაბირებადია ის. დღევანდელ დღეს გაზრდილია მომხარებლის მოლოდინები. სტარტაპმა MPV-ს ფაზაშივე უნდა ჩადოს ძალისხმევა. პროდუქტი თავიდანვე უნდა იყოს დახვეწილი, ჰქონდეს ბრენდ კომპონენტები და იწვევდეს ემოციას. ამ პროცესში მაქსიმალურად გამოიყენეთ თანამედროვე ინსტრუმენტები, როგორც დამატებითი ხელსაწყოები, როგორიცაა AI tools. დაუშვით შეცდომები, ისწავლეთ გამოცდილებებიდან და გაყევით ამ საინტერესო გზას.

Როგორ ხედავთ სამომავლოდ დიზაინ ფიქრის გამოყენებას ბიზნესის სამყაროში და როგორ ფიქრობთ, რა როლს შეასრულებს ის პროდუქტებისა თუ სერვისების ფორმირებისას?

დიზაინ ფიქრი ადამიანის განუყოფელი ნაწილია. დიზაინერული აზროვნების პროცესებს ხშირად ინტუიტიურად გავდივართ, ისე, რომ არ გვაქვს ინფორმაცია მათ შესახებ. ყველაფრის შექმნის პროცესი, იქნება ეს მუსიკა, ფილმის გადაღება თუ ბიზნეს პროდუქტი, დიზაინერულ სტადიებს გადის. ეს სამუშაო ჩარჩოები ჩვენს ინტუიტიურ ცოდნას სტუქტურიზაციას უკეთებს და გვეხმარება სარგებლიანობის გაზრდაში. IDEO- დიზაინის სამუშაო ჩარჩოების პიონერი დევიდ კელი, რეალურად ინჟინერი იყო, რომელმაც შეძლო დიზაინერულად შეეფუთა ტექნიკური ცოდნა, რათა კონკრეტული სარგებლიანობა ეჩვენებინა ბიზნესისთის. შესაბამისად, დღეს, როცა უკვე ჩვენი ტექნიკური ექსპერტიზა გაზრდილია, გვჭირდება ამ ცოდნის დიზაინერულ ჩარჩოებში მოქცევა, რადგან სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბიზნეს სამყაროს.

ნინი პაპაშვილის ინტერვიუ

გაზიარება